პარტია “სამართლიანობისთვის” ლიდერის, ეკა ბესელიას განცხადებით, მცხეთის ცენტრში “ქართული ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატის, შალვა კერესელიძის შტაბის წარმომადგენლები მათი შტაბის წევრებს თავს დაესხნენ.
ამ თემაზე ბესელიამ ვიდეო და ფოტო მასალა საკუთარ ფეისბუქ გვერდზე გამოაქვეყნა.
“ამ წუთებში მცხეთაში, ცენტრში კერესელიძის შტაბის წარმომადგენლები თავს დაესხნენ ჩვენი შტაბის წევრებს , რომლებიც პლაკატს აკრავდნენ”, – წერს ბესელია.