ჩხოროწყუში ევროპული სტანდარტების ახალი სახანძრო-სამაშველო შენობა გაიხსნა.
„ჩხოროწყუს ახალი ევროპული სტანდარტების შესაბამისი, თანამედროვე სახანძრო-სამაშველო შენობა მოემსახურება. სამსართულიანი შენობა სრულად აკმაყოფილებს რეგიონის მოთხოვნილებებს. აღნიშნულ განყოფილებაში იმუშავებს
20 მეხანძრე-მაშველი, რომლებსაც პროფესიული საქმიანობის შესასრულებლად ყველა პირობა აქვთ შექმნილი. ახალ შენობაში თანამშრომლებისთვის მოწყობილია სამუშაო, სასწავლო და საძინებელი ოთახები, ასევე, სპორტული დარბაზი და სამზარეულო. შენობაში გათვალისწინებულია სპეციალური სადგომი ორი სახანძრო და ერთი სამაშველო ავტომანქანისთვის.
ცნობისთვის, 2012–2020 წლებში აშენდა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ახალი შენობები: ამბროლაურში, ყაზბეგში, ბათუმში, რუსთავში, ზუგდიდში, სიღნაღში, ბორჯომსა და ანაკლიაში. სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს და სრულდება: წალენჯიხაში, მარტვილში, ჩოხატაურსა და აბასთუმანში”, – განმარტავენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.