ვაკის პარკში შადრევანში ჩავარდნილი ბურთის ამოსაღებად ჩასულ 2 ბავშვს დენმა დაარტყა

311

შემდეგი სტატია

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ვაკის პარკში მომხდარ შემთხვევაზე გამოძიება დაიწყო. როგორც „ინტერპრესნიუსსს“ შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 240-ე პრიმა მუხლის 1 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება გამოიწვია.

ინფორმაციისთვის, ვაკის პარკში თამაშისას ბავშვებს ბურთი შადრევანში ჩაუვარდათ, მის ამოსაღებად მასში ჩასულ ორ არასრულწლოვანს კი დენმა დაარტყა.

ამ დროისთვის ორივე ბავშვი, შოკის მდგომარეობაში, ხეჩინაშვილის კლინიკაშია გადაყვანილი. შიშის ნიადაგზე გამოწვეული სტრესის გამო, გარკვეული ტიპის დახმარება დასჭირდა კიდევ ერთ არასრულწლოვანს, თუმცა, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.