სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ნუკრიანში, მერის წარმომადგენლის შენობაში აფეთქება მოხდა.
ადგილობრივების ინფორმაციით, სავარაუდოდ, აფეთქებულია კარი და ჩამსხვრეულია მინები. მათივე თქმით, ასევე დაზიანებულია შენობაში დამონტაჟებული ბანკომატი.
სოფელ ნუკრიანში სიღნაღის მერის წარმომადგენლის ლევან კრაწაშვილის განცხადებით, შემთხვევა გამთენიისას მოხდა და აფეთქება, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვამ გამოიწვია.
ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება 187-ე მუხლით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.