საზოგადოება „რუსთაველების“ ორგანიზებით, რუსთავში მე-17-ე მიკრორაიონის #13 კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, ახალი სპორტულ-გამაჯანსაღებელი და საბავშვო მოედანი გაიხსნა.
სამოქალაქო პლატფორმისა და რუსთავში მოღვაწე ბიზნესმენების ხელშეწყობით, ქალაქის მასშტაბით, სხვადასხვა მისამართებზე მოედნების მოწყობა აქტიურად მიმდინარეობს.
პრეზენტაციას, ადგილობრივ მოსახლეობასთან და საზოგადოება „რუსთაველების“ წევრებთან ერთად, „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი რუსთავსა და გარდაბნის სოფლებში, ნინო ლაცაბიძე დაესწრო.
“ეს არის მულტიფუნქციური სივრცე პატარებისთვის, მშობლებისთვის და ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციის ხელშეწყობისთვის. მიხარია, რომ რუსთავში არსებული ბიზნესჯგუფები და საზოგადოება “რუსთაველები” აქტიურად არიან ჩართული მსგავსი პროექტების განხორციელებაში “,- განაცხადა ნინო ლაცაბიძემ.
სპორტულ და გასართობ მოედნებზე ვანდალური ფაქტების პრევენციისა და ბავშვების უსაფრთხოებისთვის, მაღალი რეზოლუციის Live-კამერები geocamera.ge-მ განათავსა. ინიციატივა „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს რუსთავსა და გარდაბნის სოფლებში, ნინო ლაცაბიძეს ეკუთვნის. მას მსგავსი პროექტი უკვე განხორციელებული აქვს ისნის რაიონში. პროექტი დღემდე წარმატებით ფუნქციონირებს და საზოგადოების დიდი მხარდაჭერა მოიპოვა. სამეთვალყურეო კამერები რუსთავში, ათზე მეტ ლოკაციაზე ეტაპობრივად დამონტაჟდება. ონლაინ პლატფორმის საშუალებით, დაინტერესებულ პირებსაც ექნებათ საშუალება, ნახონ კონკრეტული ადგილები.