1 სექტემბრიდან 12 ოქტომბრის პერიოდში, “ქართულ ოცნებას“ 10 139 707 ლარი შესწირეს

419

წინა სტატია

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის პოლიტიკური ფინანსების მონიტორინგის დეპარტამენტის 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების ფინანსური მონიტორინგის შუალედური ანგარიშის მიხედვით, პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიულმა საქართველომ“ 1 სექტემბრიდან 12 ოქტომბრის პერიოდში შემოსავლების სახით ჯამში 10 355 212 ლარი მიიღო.

აქედან საბიუჯეტო შემოსავალი 215 ათას 505 ლარია, ხოლო შემოწირულობების სახით პარტიამ 10 მლნ 139 ათას 707 ლარი მიიღო.

ცნობისთვის, შუალედურ ანგარიშში წარმოდგენილია ინფორმაცია 2020 წლის საქართველოს პარლამენტის არჩევნების, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების, საკრებულოების შუალედური არჩევნების და მუნიციპალიტეტის მერების რიგგარეშე არჩევნების საარჩევნო პერიოდში პოლიტიკური პარტიებისა და საარჩევნო სუბიექტების მიერ განხორციელებული ხარჯების, შემოსავლების და მონიტორინგის მიმდინარე შედეგების შესახებ.