გოგორიშვილი: ამომრჩევლებთნ შეხვედრისას პოლიციელები ფოტოებს გვიღებენ

476

ამომრჩევლებთნ შეხვედრისას პოლიციელები ფოტოებს გვიღებენ, – ნათქვამია “ევროპული საქართველოს“ გურიის მაჟორიტარობის კანდიდატის, ხათუნა გოგორიშვილის მიერ გავრცელებულ ფეისბუქ პოსტში, რომელსაც Droa.ge უცვლელად გთავაზობთ.

“ესაა ამათი დეპოლიტიზირებული პოლიცია! ერთი თვეა დღეში 3-4 შეხვედრა მაქვს გურიის სხვადასხვა სოფელში და ყველგან შორი-ახლოს დგას ერთი ადამიანი და ფოტოებს იღებს ხოლმე. მერე სოფლის ქოცების უსტაბაში ჩამოივლის ამ ხალხს და ან სოციალური დახმარების მოხსნით ემუქრება ან ოჯახის წევრის სამსახურიდან მოხსნით აშინებს.

დღეს ოზურგეთში, სოფელ ბახვში “განსხვავებული” ამბავი იყო. არ ვიცი დაეზარა, არ ვიცი ვერ მოასწრო პოლიციელის ფორმის სამოქალაქო ტანსაცმლით შეცვლა, ერთი პოლიციელი იქვე იდგა და ტელეფონით სურათებს იღებდა. ჩემს შეძახილზე რატომ იღებ შორიდა , მოდი ახლოს-თქო, საოცრება მოხდა – უნდა გენახათ როგორ გარბოდა ორი მუტრუკი პოლიციელი.

მანქანას რომ მივუახლოვდი, კინაღამ გადამიარეს. აი, ძალიან საწყლები იყვნენ: ორი “ვაჟკაცი” მანქანით გარბოდა და არაფერს არ ვიღებდითო ყვიროდნენ. რა ქნან საბრალოებმა, ასე რომ არ მოიქცნენ, სამსახურს დაკარგავენ. არა უშავს, 10 დღე დარჩა ბიძინას!!!”, – წერს გოგორიშვილი.