“პატრიოტთა ალიანსის” ერთ–ერთმა ლიდერმა ირმა ინაშვილმა, ახალქლაქის მერობის კანდიდატად სამველ პეტროსიანი თბილისში, პარტიის ცენტრალურ ოფისში წარადგინა.
სამველ პეტროსიანი, 2012–2016 წლებში საქართველოს პარლამენტში ახალქალაქის მაჟორიტარი დეპუტატი იყო. მაშინ იგი, ქვეყნის მთავარ საკანონმდებლო ორგანოში “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” წარმოადგენდა.
პეტროსიანი არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, ჯავახეთში მცოხვრებ მოსახლეობას ორმაგი მოქალაქეობის მიღებას, ასევე გენოციდის აღიარებასა და ამით, ისტორიული სამართლიანობის აღდგენას ჰპირდება.
“გენოციდის აღიარების საკითხი ჩვენს მიერ პარლამენტში არაერთხელ დაისვა. გამარჯვების შემთხვევაში ვპირდები ამომრჩეველს, რომ ახალქალაქის მუნიციპალიტეტი აღიარებს სომხების გენოციდს. ძირითად ყურადღებას დავუთმობთ ეროვნული უმცირესობების უფლებების დაცვის საკითხს, ჩვენ გავაგრძელებთ გზას სახელმწიფო ენის შესწავლის მიმართულებით, ისევე როგორც დავიცავთ მშობლიურ ენას”,–აცხადებს სამველ პეტროსიანი.
შეგახსენებთ, რომ “პატრიოტთა ალიანსმა” უკვე დაასახელა ბორჯომის მერობის კანდიდატი, რომელიც საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე ზაზა ჩაჩანიძეა. სამცხე–ჯავახეთში, კიდევ რომელი მუნიციპალიტეტის მერები დასახელდებიან “პატრიოტთა ალიანსიდან” პარტიაში ამბობენ, რომ მუნიციპალიტეტებზე და კანდიდატებზე მსჯელობენ და უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.
წყარო: სამხრეთის კარიბჭე