სოფელ კარალეთში, შაბათს, გორის მერისა და თემში ,,ქართული ოცნების” მაჟორიტარი კანდიდატი წარადგინეს.
წარდგენას საკრებულოს მოქმედი წევრები, ხათუნა ხათაშვილი და ივანე არჩუაძე ესწრებოდნენ. ისინი 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე წარმოადგენდნენ ,,თავისუფალ დემოკრატებს” და ,,ეროვნულ ფორუმს”.
გორის მერის კანდიდატი კოტე თავზარაშვილი თანასოფლელებს ხათუნა ხათაშვილმა წარუდგინა. მისი თქმით, საკრებულოს მოქმედი თავმჯდომარე და, ამავე დროს, მერის კანდიდატი ყოველთვის გამოირჩეოდა მხარდაჭერით.
,,გამოირჩეოდა მხარდაჭერით ჩვენი ინიციატივებისა. ახლაც, დარწმუნებული ვარ, რომ მერად არჩევის შემთხვევაში ის თითოეული თქვენთაგანის თხოვნას და ინიციატივას გაითვალისწინებს” – აღნიშნა ხათუნა ხათაშვილმა.
შეხვედრაზე კარალეთის დევნილთა დასახლებაში მცხოვრები მოქალაქეებიც იმყოფებოდნენ. დიდი ლიახვის ხეობის სოფელ კეხვიდან დევნილმა მაყვალა ბლიაძემ განაცხადა, რომ დასახლებაში სასმელი წყლის პრობლემაა, რადგან წყალი დღეში ორი საათით მიეწოდებათ.
წყარო: qartli.ge