შეიძლება ეს ნაბიჯი გადავდგათ – ნაცვლიშვილი “ქართულ ოცნებასთან” კოალიციის შექმნაზე

487

“ჩვენი საქართველო — სოლიდარობის ალიანსის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ბექა ნაცვლიშვილმა განაცხადა, რომ სტაბილურობის შენარჩუნებისთვის მათ შეიძლება ქართულ ოცნებას კოალიცია შეუქმნან. ნაცვლიშილის თქმით, თუ ოცნებამ ვერ დააგროვა უმრავლესობა ხელისუფლებისთვის, ეს შეიძლება ისეთი “რევანშისტული ძალისთვის”, როგორიც არის ნაციონალური მოძრაობა, გახდეს “გემრიელი ლუკმა” დესტაბილიზაციისთვის. აღნიშნულის შესახებ მან ფორმულას ეთერში განაცხადა.

“ჩვენ ვიყენებთ მანდატს იმისთვის, რომ შესაბამისად, ჩვენ შევინარჩუნოთ სტაბილურობა. თუ ეს სტაბილურობა შენარჩუნებული იქნება, მაგალითად, ჩვენი კოალიციაში შესვლით ქართულ ოცნებასთან, ოღონდ ამ პროგრამის გათვალისწინებით, რომელიც მე ჩამოვთვალე, ჩვენი პირობებით შეიძლება ეს ნაბიჯი გადავდგათ”, — განაცხადა ბექა ნაცვლიშვილმა.

ნაცვლიშვილის თქმით, ისინი პოლიტიკაში არიან არა უბრალოდ პარლამენტში შესვლისთვის, არამედ მათი იდეალების განხორციელებისთვის და, სადაც ამის შესაძლებლობა მიეცემათ იქ იქნებიან.