„ქართული ოცნება“ რეგიონებში საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციას იწყებს

344

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ რეგიონებში 2020 წლის საარჩევნო პროგრამის თემატურ პრეზენტაციებს იწყებს.

პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციით, პირველი – მდგრადი განვითარების პროგრამის პრეზენტაცია რუსთავში გაიმართება. პრეზენტაციას „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე გახსნის.

წარმოდგენილი იქნება ეკონომიკური განვითარების, ინფრასტრუქტურის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, ასევე გარემოს დაცვის პროგრამული მიმართულებები.

პრეზენტაცია 20 ოქტომბერს, 14: 00 საათზე, რუსთავში, Construction service – ის ახალი ლითონკონსტრუქციების საწარმოში ჩატარდება.