მარნეულში, ყიზილაჯლოს საუბნო კომისიის წევრს, თავმჯდომარის მოადგილემ პოზიციის დატოვება განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების გამო აიძულა. ინფორმაციას მთავარი არხი ავრცელებს.
ვალეხ მუსტაფაევი სამუშაო ადგილის დატოვებას არ გეგმავდა, თუმცა გააფრთხილეს, რომ დაუმორჩილებლობის შემთხვევაში, კომისიის დატოვება მაინც მოუწევდა.
მუსტაფაევმა განცხადება დაწერა, თუმცა მოგვიანებით მარნეულის საოლქო კომისიაში დოკუმენტის გამოსატანად მისული, შენობაშიც არ შეუშვეს.