გუბაზ სანიკიძე “ოცნებას”: ჩვენ სახლში არ გავჩერდებით თუ თქვენ არჩევნებს გააყალბებთ

534

პოლიტიკოსი გუბაზ სანიკიძე ამბობს, რომ “ოცნებას” არ შეარჩენენ გაყალბებულ არჩევნებს. ამის შესახებ მან “მთავარი არხის” ეთერში, გადაცემაში “მთავარი აქცენტები” ისაუბრა.

“თუ თქვენ კანონს დაარღვევთ, გააყალბებთ არჩევნებს და შეიხვილიფებთ – ასე არ იქნება, არავითარ შემთხვევაში არ შეგარჩენთ გაყალბებულ არჩევნებს, მითუმეტეს პოსტსაბჭოთა სივრცეში მიდის გადასარევი საჩვენო პროცესები: ყირგიზეთი, ბელორუსია და ა.შ. თქვენი ჯანმრთელობისთვის ჯობია, რომ ეს იცოდეთ – ჩვენ სახლში არ გავჩერდებით, თუ თქვენ არჩევნებს გააყალბებთ – თუ თქვენ დარჩებით ხელისუფლებაში”,  -ამბობს გუბაზ სანიკიძე.

გუბაზ სანიკიძის აზრით, ქვეყანას ამორალური იდიოტიზმი მართავს.

შეგახსენებთ, რომ საარჩევნო სისტემის ცვლილების შემდეგ, არჩევნები წელს 120/30 -ზე სისტემით ჩატარდება, რაც იმას ნიშნავს, რომ იქნება 30 მაჟორიტარული წესით (22 რეგიონებში, 8 – თბილისში) და 120 პროპორციული სიით არჩეული დეპუტატი.