ჯაფარიძე აცხადებს, რომ სამართალდამცველებმა იმ ბარებს მეპატრონეები დაიბარეს,  სადაც “გირჩი” წინასაარჩევნო შეკრებებს ატარებს

426

შემდეგი სტატია

დღეს, 19 ოქტომბერსაც, ზურაბ ჯაფარიძემ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სამართალდამცველებმა იმ ბარებს მეპატრონეები დაიბარეს,  სადაც “გირჩი” წინასაარჩევნო შეკრებებს ატარებს.

“11 საათიდან აქ ვარ, ნახევარი გირჩის ლიდერშიფი სხვა განყოფილებებთანაა. იმ ბარების მეპატრონეები დაიბარეს, სადაც შტაბები გვაქვს, საქმეები გვაქვს აღძრულიო, – გვეუბნებიან რომ შტაბში შეკრების უფლება გვაქვს, ლაპარაკის უფლება გვაქვს, ალკოჰოლის მიღების უფლება გვაქვს, მაგრამ არ გვაქვს ალკოჰოლის გაყიდვის უფლება. ანუ, საკუთარი ბოცებით რატომ არ დაგაქვთ შტაბში სასმელიო. კიდევ უფრო გასაგები რომ იყოს:

მე რომ ვიპოვო მულტიმილიონერი დამფინანსებელი, რომელიც გირჩს ჩაურიცხავს ბევრ ფულს, მერე ამ ფულით ვიყიდო ასობით ლიტრი არაყი, დავარიგო შტაბებში, მხარდამჭერებთან ერთად დავლიო და თან ვილაპარაკოთ – მაგაზე პრობლემა არ არის. ათი საათის მერე ალკოჰოლში ფულს რა პონტში იხდითო, – ამას გვედავებიან. არჩევნებამდე 12 დღით ადრე, ამაზე რატომ უნდა ვკარგავდეთ მთელი გირჩი დროს? ეს თუ არაა კამპანიაში ხელის შეშლა, აბა რა არის?

ბანერებზე ჩასაჩქმეტი ლოყები არსად დაგეკარგოთ,”- წერს ზურაბ ჯაფარიძე.

11 საათიდან აქ ვარნახევარი გირჩის ლიდერშიფი სხვა განყოფილებებთანააიმ ბარების მეპატრონეები დაიბარეს, სადაც შტაბები…

Posted by Zurab Girchi Japaridze on ორშაბათი, 19 ოქტომბერი, 2020