პროფესიულ სასწავლებლებში ჩარიცხულ დევნილებსა და ეკომიგრანტებს ტრანსპორტირების ხარჯები დაუფინანსდებათ. – ამის შესახებ ინფორმაციას დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო ავრცელებს.
სააგენტოს განცხადებით, სწავლის პერიოდში ტრანსპორტირების ხარჯები სახელმწიფო პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში 2017-2020 წლებში ჩარიცხულ დევნილებსა და ეკომიგრანტებს დაუფინანსდებათ. დევნილთა პროფესიული განათლების ხელშეწყობის პროგრამით სარგებლობის მსურველთა განაცხადების მიღება 19 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება.
„განაცხადების მიღება დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოსა და მის ტერიტორიულ სამმართველოებში შემდეგ მისამართებზე მიმდინარეობს: თბილისი, თამარაშვილი ქ.N15ა;
გორი სამების ქუჩა N1;
რუსთავი, ცურტაველის ქ. N5ა;
ქუთაისი, ი. აბაშიძის გამზ. N27;
ზუგდიდი, დ. აღმაშენებლის ქ. N106.
განაცხადის გამოგზავნა შესაძლებელია სააგენტოს ოფიციალურ ელექტრონულ ფოსტაზეც – info@idp.gov.ge , – აცხადებენ სააგენტოში.