კობახიძე: სამართლებრივად “ნაციონალური მოძრაობის” აკრძალვის ყველანაირი საფუძველი არსებობს

620

“ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის თქმით, სამართლებრივად ნაციონალური მოძრაობის აკრძალვის “ყველანაირი საფუძველი” არსებობს.

“კონსტიტუციით არის დადგენილი აკრძალვის საფუძვლები და სამართლებრივად ნაცმოძრაობის აკრძალვის ყველანაირი საფუძველი არსებობს, იმდენი დანაშაული აქვთ მათ ჩადენილი საკუთარი მოქალაქეების და საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ”,- ამბობს კობახიძე იმედის ეთერში.

როგორც კობახიძე განმარტავს, 2012 წლის მოწვევის პარლამენტმა ტომი შეკრა, რომელშიც “მაშინდელი ხელისუფლების ყველა დანაშაულია გაერთიანებული”. მისივე თქმით, ნაციონალურ მოძრაობას დანაშაული ჩადენილი აქვს სახელმწიფოსა და მოქალაქეების წინაშე.

“არსებობს უამრავი ტომი. საქართველოს წინა მოწვევის პარლამენტმა, 2012 წლის მოწვევის პარლამენტმა, შეკრა უზარმაზარი საქმე, სადაც არის გაერთიანებული ყველა დანაშაული, რომელიც მაშინდელ ხელისუფლებას აქვს ჩადენილი საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ და იცით, რომ იყო დამკვიდრებული სისტემური პრაქტიკა, როგორც ადამიანის ღირსების შელახვის, წამების და ა.შ, ბიზნესის რეგედი და უამრავი სხვა დანაშაული, რომელიც მოქალაქის წინააღმდეგ იყო მიმართული და არსებობს დანაშაული, რომელიც სახელმწიფოს წინააღმდეგ იყო მიმართული. ეს არის ქვეყნის ტერიტორიის 20%-ის ჩაბარება, რასაც მოსამზადებელი სამუშაოები უძღვოდა წინ”,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.