კოალიციურ მთავრობას მომავალში უნდა მივაღწიოთ მაშინ, როცა დავინახავთ, რომ ოპოზიციაში არიან არა სადისტები, მავნებლები, პოპულისტები და პოლიტიკური თაღლითები, არამედ ადამიანები, რომლებიც ქვეყნის ბედ-იღბალს განიცდიან და მიწებს არ ყიდიან – დღეს ასეთი მოცემულობა არ არის! – აღნიშნული განცხადება ჟურნალისტებთან საუბრისას „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა გია ვოლსკიმ გააკეთა.
„ვინც ოპოზიციურ ფლანგზე გარკვეულ პოლიტიკურ ამინდს განაპირობებს, ნაკლები პასუხისმგებლობით გამოირჩევა. ჩვენი ამოცანაა სტაბილური სიტუაცია შევქმნათ, რასაც აუცილებლად სტაბილური მთავრობა სჭირდება“, – აღნიშნა გია ვოლსკიმ.