დიდუბე-ჩუღურეთის დამოუკიდებელი მაჟორიტარი დეპუტატი, ანა დოლიძე „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატის გია ვოლკის საარჩევნო შტაბს მისი კამპანიის თვალთვალში ადანაშაულებს.
როგორც დოლიძემ ამ საკითხზე გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, „ქართული ოცნების“ აქტივისტები მოქალაქეებთან მის შეხვედრებს უთვალთვალებენ და ვიდეოს იღებენ. ანა დოლიძე ფაქტის გამოძებას, ორგანიზატორების გამოვლენას და საქმეზე მის დაზარალებულად ცნობას ითხოვს.
„ჩემი კამპანიის თითოეულ შეხვედრას თან სდევს თვალთვალი და ვიდეო გადაღება გია ვოლსკის და „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების მიერ. მაქვს კონკრეტული ფაქტები, ფოტოები ხალხის, ე.წ. ასინეთების, რომელიც დაქირავებული ჰყავს გია ვოლსკის შტაბს და „ქართულ ოცნებას“ იმისთვის, რომ უთვალთვალონ ჩვენს კამპანიას და გადაიღოს ყველა მოქალაქე, რომელიც ჩვენს შეხვედრაზე დადის. ჩემს ყველა ბოლო შეხვედრაზე ადგილი აქვს მსგავს გადაღებას და თვალთვალს, ეს ფაქტები დაფიქსირებული გვაქვს. მოვითხოვ ადევნების მუხლით გამოვლინდეს ამ სისტემატური თვალთვალის მონაწილეები, ეს ქალბატონი ასინეთები. გამოვლინდეს და დაისაჯოს ორგანიზატორი და მე მცნონ დაზარალებულად იმისთვის, რომ შევძლო და მოვითხოვო, რომ ამ საქმესთან დაკავშირებთ გამოძიება წინ წავიდეს. თქვენ იცით, რომ გამოძიებამ წერეთლის 105-ში მომხდარ თავდასხმაზე არანაირი შედეგი არ დადო, შესაბამისად, მე მინდა მოვითხოვო, რომ ადევნების ნაწილში მცნონ დაზარალებულად“,- განაცხადა ანა დოლიძემ.