პარტია “ხალხისთვის” ლიდერი, ანა დოლიძე მერიის თანამშრომლებს მიმართავს და აცხადებს, რომ სანამ საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაძვირებაზე ისაუბრებენ, უარი თქვან ბიუჯეტით დაფინანსებული მანქანების მომსახურებაზე.
“მაშინ, როდესაც თბილისის საკრებულოს წევრების უმრავლესობას ემსახურება ჩვენი გადასახადებით ნაყიდი ავტომობილები და მერიის ხელმძღვანელობას ჰყავს არაერთი ავტომანქანა. მათთვის აბსოლუტურად გაუგებარია რას ნიშნავს გაჭირვებულ ოჯახებს, რომლის წევრებიც თვეში 400-500 ლარად მუშაობენ, ერთბაშად ამოაცალო ჯიბიდან 250 ლარი, ანუ ნახევარი თვის შემოსავალი.
ეს იდეა დაწერა ხალხმა, რომელსაც წარმოდგენა არ აქვს რა გამოწვევების წინაშეა ჩვენი ხალხი. ჩამოდით მანქანებიდან, ჩამოდით ჩვენი გადასახადებით ნაყიდი ავტომობილებიდან, დააბრუნეთ ბენზინი, რომელსაც ბიუჯეტის ფულით მოიხმართ და შემდგომ ვისაუბროთ საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაძვირებაზე”, — განაცხადა ანა დოლიძემ.
ანა დოლიძემ და პარტია ხალხისთვის აქტივისტებმა დღეს აქცია-პერფორმანსი გამართეს. მათ თბილისის საკრებულოსთან ფეხსაცმელები მიიტანეს და განაცხადეს, რომ ტრანსპორტის გაძვირების შემთხვევაში ხალხს ფეხით სიარული მოუწევს.
1 თებერვლიდან თბილისის საზოგადოებრივ ტრანსპორტში რთჯერადად მგზავრობის საფასური ძვირდება და ულიმიტო სამგზავრო ბარათები ამოქმედდება.