ჯაფარიძე ამომრჩევლებისთვის სიცხის გაზომვას და ტემპერატურის ხმამაღლა გამოცხადებას ითხოვს

367

ლიდერი ლიდერი, დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარობის კანდიდატი, ზურაბ ჯაფარიძე, ცესკოს მიმართვას, რომ საარჩევნო უბნებზე მისულ თითოეულ ამომრჩეველს თერმოსკრინინგი ჩაუტარდეს და მათი ტემპერატურები ხმამაღლა გამოცხადდეს.

მისივე თქმით, კომისიის წევრმა, რომელიც ამომრჩეველს თერმოსკრინინიგს ჩაუტარებს, თავისი ტემპერატურაც უნდა გაასაჯაროვოს.

“1. კომისიის წევრმა, რომელიც რიგის მარეგულირებელი იქნება ყოველ ჯერზე, როდესაც ამომრჩეველს სიცხეს გაუზომავს, მისი სხეულის ტემპერატურა ხმამაღლა უნდა გამოაცხადოს.

2. იგივე წევრმა, რომელიც ჩაატარებს თერმოსკრინინგს, ამომრჩეველს უნდა აჩვენოს დაფიქსირებული ტემპერატურა.

3. ამომრჩევლებს საკუთარი თერმომეტრით საარჩევნო უბანზე მისვლა უნდა აეკრძალოთ”, – ამბობს ჯაფარიძე.

დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარობის კანდიდატი დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორს, ამირან გამყრელიძესა და მის მოადგილეს, პაატა იმნაძეს, ამ თემასთან დაკავშირებით საკუთარი პოზიციების დაფიქსირებას სთხოვს.

“ჩვენ მოვითხოვთ, რომ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ეს რეკომენდაციები გაითვალისწინოს, ასევე ამ პროცედურებთან დაკავშირებით, საკუთარი პოზიცია დააფიქსირონ ამირან გამყრელიძემ და პაატა იმნაძემ”,– ამბობს ჯაფარიძე.

ცესკო-ს მიერ შემუშავებული რეკომენდაციების თანახმად, კენჭისყრის შენობაში შესვლამდე, თერმოსკრინინგს გაივლიან როგორც საუბნო საარჩევნო კომისიების წევრები, ისე საარჩევნო უბანზე ყოფნის უფლების მქონე პირები. ამომრჩეველი არ გაივლის თერმოსკრინინგს, მაგრამ ვალდებულია, ეკეთოს პირბადე.