“ლელომ” პრემიერმინისტრობის კანდიდატად მამუკა ხაზარაძე წარადგინა

327

შემდეგი სტატია

პოლიტიკურმა პარტიამ „ლელო – საქართველოსთვის“ პრემიერმინისტრობის კანდიდატად მამუკა ხაზარაძე დაასახელა.

„პრემიერმინისტრის თანამდებობაზე საზოგადოებას ვთავაზობთ ევროპული სტილის ქართველ პატრიოტს, მამუკა ხაზარაძეს“, – განაცხადა „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა დავით უსუფაშვილმა.

თავის მხრივ, პრემიერმინისტრობის კანდიდატმა განაცხადა, რომ ქართულ საზოგადოებას სჭირდება ახალი ძალა და კონკრეტული ადამიანები, თუ ვინ განახორციელებს რეფორმებს.

„ჩვენ გვაქვს სერიოზული მისია, რომ ქვეყანაში დავამარცხოთ სიღარიბე, უმუშევრობა და არაპროფესიონალიზმი“, – განაცხადა მამუკა ხარაზაძემ.

ამასთან აღნიშნა, რომ „მარშალის გეგმა“, რომელიც პარტიას გააჩნია, მიზნად ისახავს ეკონომიკის გაუმჯობესებას და სიღარიბის დაძლევას.