„ლელოს“ პრემიერმინისტრობის კანდიდატმა, მამუკა ხაზარაძემ „მარშალის გეგმის“ მიმართულების ლიდერები დაასახელა.
1) ეკატერინე ქვლივიძე გაუძღვება თავდაცვის მიმართულებას.
2) ბადრი ჯაფარიძე ჩაიბარებს ეკონომიკური განვითარებისა და ფინანსურ მიმართულებას.
3) გიგლა მიქაუტაძე – რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მიმართულება.
4) ანა ნაცვლიშვილი უხელმძღვანელებს იუსტიციის საქმეებს და სასამართლოს მიმართულებას.
5) ლევან კობერიძე – უხელმძღვანელებს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მიმართულებას.
6) განათლების, მეცნიერების და სპორტის მიმართულებას ფიქრია ჩიხრაძე ჩაიბარებს.
7) შინაგანი საქმეებს და სამართალდამცავ სისტემას კახა კოჟორიძე უხელმძღვანელებს.
8) გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მიმართულებას ნიკა შურღაია ჩაიბარებს.
9) საგარეო საქმეები და ევროატლანტიკური ინტეგრაცია – დავით უსუფაშვილი.
10) ჩვენს ოს და აფხაზ ძმებთან და დებთან შერიგების მიმართულებას სოსო ვახტანგაშვილი უხელმძღვანელებს.
11) კულტურის მიმართულებას მედეა მეტრეველი ჩაუდგება სათავეში.
„ესაა ის გუნდი, რომელმაც უნდა განახორციელოს მარშალის გეგმა და ჩვენი ქვეყანა ამ მძიმე მდგომარეობიდან გამოიყვანოს. არის უამრავი პოზიცია და თანამდებობა, სადაც მოვიწვევთ დამოუკიდებელ პროფესიონალებს. ეს კონსულტაციები უკვე დაწყებული გვაქვს. ასევე, არჩევნების შემდეგ ოპოზიციას იმ პოზიციებს შევთავაზებთ, სადაც ერთიანი ძალისხმევით ძლიერი პროფესიონალების გუნდი შეიქმნება“,- აღნიშნა ხაზარაძემ.