“ძალიან დაზარალებულები ვართ ხაზარაძისგან” – პარტია ,,ლელოს” წევრები ქობულეთის ბაზრის ტერიტორიაზე არ შეუშევს

395

შემდეგი სტატია

ხმაური იყო ცოტა ხნის წინ ქობულეთში. ცენტრალური ბაზრის ტერიტორიაზე პარტია ”ლელოს” წევრები მივიდნენ. ისინი წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ფლაერებს არიგებდნენ და მოქალაქეებთან შეხვედრის გამართვა სურდათ. ინფორმაციას აჭარის მაუწყებელი ავრცელებს.

ლელოს წევრების ბაზრის ტერიტორიაზე არ შეუშვეს. მათი თქმით, სავაჭრო ობიექტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა უთხრეს, რომ ისინი ”ქართული ოცნების” მხარდამჭერები იყვნენ და ტერიტორიაზე არ შეუშვებდნენ.

ლელოს მხარდამჭერების განმარტებით, ადგილი ჰქონდა პროვოკაციასაც, ისმოდა გინება და შეურაცხმყოფელი სიტყვები.

აჭარის მაუწყებელი ბაზრის კომერციულ დირექტორს დაუკავშირდა. ანჟელა ხაჯიშვილის განცხადებით, ისინი მამუკა ხახარაძისგან დაზარალდნენ და სწორედ ამიტომ სთხოვეს ”ლელოს” წარმომადგენლებს ბაზარში არ შესულიყვნენ.

”ლელოს წარმომადგენლები პროვოკაციაზე იყვნენ. კომერციული დირექტორის ვარ და ქვემოთ ვიდექი. ვუხსნიდი, რომ ძალიან დაზარალებული ვართ ხაზარაძისგან და ზედმეტად ნუ გვაღიზიანებთმეთქი. წამოვიდნენ ”ატაკაძე”. ​ესენი ცუდად მოიქცნენ და ამიტომ არ შემოვუშვით. პროვოკაციაზე იყვნენ ძაან. ყველა შემოდის ნაციონალებიც იყვნენ. შემოდიან და ატარებენ აგიტაციას. ესენი პროვოკაციისთვის იყვნენ. მათი დადგმული სპექტაკლით მოვიდნენ აქ” – განაცხადა ხაჯიშვილმა.

მომხდართან დაკავშირებით ბაზრის დირექტორმაც ისაუბრა და თქვა, რომ აღნიშნული ტერიტორია კერძო საკუთრებაა.

სამართლიანი არჩევნები (ISFED) აჭარის რეგიონის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ ეს არის დისკრიმინაციული გადაწყვეტილება ბაზრის ადმინისტრაციის მხრიდნ, როცა სხვა პოლიტიკურ სუბიექტს უშვებ ტერიტორიაზე და კონკრეტულ ოპოზიციურ პატრიას არ უშვებ, თავისი საარჩევნო კამპანიის ჩასატარებლად და ამომრჩეველთან შესახვედრად.