ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში დაზიანებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, ჩხერის ხიდი, რეაბილიტაციის მოლოდინშია. მოსახლეობა ყვება, რომ თაღოვან ხიდს ლეგენდები, თამარ მეფის ეპოქას უკავშირებენ, მისით კი აბრეშუმის გზით რომის იმპერიისკენ მიმავალი მოვაჭრეები დადიოდნენ. ამის შესახებ სიუჟეტს აჭარის მაუწყებელი ავრცელებს.
მათივე თქმით, ხიდი რამდენიმე წლის წინ, ლოდის დაცემის შედეგად დაზიანდა. თუ ხიდს არ გაამაგრებენ, ადგილობრივები მისი ჩამოშლის საშიშროებაზე საუბრობენ.