“სტრატეგია აღმაშენებლის” გენერალური მდივნის თქმით სამეგრელოში პარტიის წარმომადგენლებს “ქართული ოცნების” აქტივისტებმა, რომლებიც ალკოჰოლური თრობის ზემოქმედების ქვეშ იყვნენ, საარჩევნო აგიტაციაში ხელი შეუშალეს. პაატა მანჯგალაძის თქმით, აღნიშნული ქმედებები პირველი არ არის და სისტემატიურად მიმდინარეობს. ინფორმაციას ნიუპოსტი ავრცელებს.
“სამწუხაროდ „ქართული ოცნება” კვლავ აგრძელებს ზემოქმედებას, დაპირისპირებასა და ხელის შეშლას საარჩევნო კამპანიაში ჩვენს მხარდამჭერებზე. გუშინ საღამოს სწორედ ასეთ ფაქტს ჰქონდა ადგილი ჩხოროწყუში, როდესაც „ქართული ოცნების” ნასვამ მდგომარეობაში მყოფი აქტივისტები ჩვენს მხარდამჭერებს დაუპირისპირდნენ, რომლებიც სააგიტაციო მასალას აკრავდნენ. წინასაარჩევნო კამპანიის ჩატარების ხელშეშლას ასევე ადგილი ჰქონდა ზესტაფონსა და თელავში აგიტატორებზე ზემოქმედების სახით. მე მინდა”ქართულ ოცნებას” ვუთხრა, რომ ეს არის მათი უსუსური მცდელობა, რომელიც ამჟღავნებს მათ სისუსტეს, რაც მთავარია არავინ არ აპირებს ამის გამო უსამართლობის წინააღმდეგ შეწყვიტოს ის ბრძოლას, რომელიც „სტრატეგია აღმაშენებლმა” დაიწყო. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს ყველაფერი ხდება ორკესტრირებულად, ეს არ არის ცალკეული შემთხვევა, მაგალითისთვი: თბილისის მერიამ ჩვენი აქტივისტები დააჯარიმა, რომლებიც საპენსიო სესხებზე ხელმოწერებს აგროვებდნენ. მსგავს ფაქტს ასევე ადგილი ჰქონდა ვარკეთილის მეტროსთან, როდესაც ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ადამიანები ფიზიკურად თავს დაესხნენ საბანკო სესხებთან დაკავშრებით ხელმოწერების შემგროვებლებს. „სტრატეგია აღმაშენებელი” და გიორგი ვაშაძე უსამართლობის წინააღმდეგ ბრძოლას ბოლომდე ვაპირებთ” – პაატა მანჯაგალაძე.