ბოლნისის სოფელ ტალავერში გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

332

ბოლნისის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა აქტიურ რეჟიმში მიმდინარებს. ბოლნისის მუნიციპალიტეტის პრესსამსახურის ცნობით, სოფელ ტალავერში 2700 კვადრატული მეტრის გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები ხორციელდება. დაზიანებულ გზაზე ასფალტის საფარი იგება.

„ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ადგილზე ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენლები გაეცნენ. პროექტისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 79 000 ლარი იხარჯება.

წელს ბოლნისის მუნიციპალიტეტში კომფორტული, თანამედროვე საგზაო ინფრასტრუქტურის შექმნისთვის 13 მსხვილი პროექტი ხორციელდება, რისთვისაც 6 500 000 ლარამდეა გამოყოფილი“, – ნათქვამია ინფორმაციაში.