“რესპუბლიკურმა პარტიამ” თბილისის საკრებულოს სიის პირველი ხუთეული წარადგინა

587

“რესპუბლიკურმა პარტიამ” ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის, თბილისის მუნციპალიტეტის საკრებულოს სიის პირველი ხუთეული წარადგინა.

საკრებულოს დეპუტატობისთვის ხათუნა სამნიძე, მიხეილ ჩემია, დავით ზურაბიშვილი, თამარ კორძაია  და ლაშა ომარაშვილი იბრძოლებენ.

სიის ხუთეული ჟურნალისტებს “რესპუბლიკური პარტიის” დამფუძნებელმა ლევან ბერძენიშვილმა წარუდგინა.

ბერძენიშვილის განცხადებით, მომდევნო ხუთეულს პარტია შემდეგ კვირას დაასახელებს.

წყარო: 1tv.ge