საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველომ (TI) სასამართლო სისტემის რეფორმირების 10 პუნქტიანი კონცეფცია გამოაქვეყნა, რომელიც მიზნად სასამართლო სისტემის ფუნქციურ და სისტემურ გაუმჯობესებას ისახავს. კონცეფციას, რომელსაც ხელს 8 პოლიტიკური სუბიექტი აწერს, მოსამართლეთა დამოუკიდებლობის გაძლიერებასა და შიდა მმართველობის დემოკრატიული მექანიზმების შემოღებასაც ისახავს მიზნად.
ხელმომწერი სუბიექტები არიან:
- ერთიანი ნაციონალური მოძრაობა — გაერთიანებული ოპოზიცია ძალა ერთობაშია — გრიგოლ ვაშაძე;
- დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველო — ნინო ბურჯანაძე;
- სტრატეგია აღმაშენებელი — გიორგი ვაშაძე;
- საქართველოს ლეიბორისტული პარტია — ლაშა ჩხარტიშვილი;
- ევროპული საქართველო — ელენე ხოშტარია;
- პარტია სამართლიანობისთვის — ეკა ბესელია;
- ლელო საქართველოსთვის — ბადრი ჯაფარიძე;
- პარტია მოქალაქეები — ლევან იოსელიანი.
ამით ხელმომწერი პარტიები ვალდებულებას იღებენ, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ახალი პარლამენტის შეკრებისთანავე კონცეფციაში მოცემულ რეფორმებს განახორციელებენ. TI-ში აღნიშნავენ, რომ კონცეფცია საკონსტიტუციო ცვლილებებს არ მოითხოვს.
სასამართლო სისტემის რეფორმირების 10 პუნქტიანი კონცეფციის პრეზენტაცია და ხელმოწერის ცერემონია დღეს, 9 ოქტომბერს, არასამთავრობო ორგანიზაციების ინიციატივით, გაიმართა. ღონისძიების ორგანიზატორები არიან:
- საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო;
- საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა;
- ღია საზოგადოების ფონდი;
- პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის;
- სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება;
- ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტ;
- ადამიანის უფლებათა ცენტრი.
TI-ში აცხადებენ, რომ კონცეფცია არასამთავრობო სექტორის მრავალწლიანი დაკვირვებისა და კვლევების გათვალისწინებით შემუშავდა.