“ქართული ოცნების” მიერ უსკოში წარდგენილი პარტიული სიის მიხედვით ირკვევა, რომ ძველ სახეებთან ერთად ჩამონათვალში თამაზ მჟავანაძე და ოთარ ფედიჩკინი მოხვდნენ. ინფორმაციას ტვ25 ავრცელებს.
მჟავანაძე ბოლო რამდენიმე წელია “ოცნების” აქტიური მხარდამჭერია. იგი სოციალურ ქსელში მმართველი პარტიის მხარდამჭერი პოსტების გაზიარებით და “ნაციონალური მოძრაობის” მიმართ მადისკრიმინირებელი სტატუსებით გამოირჩევა. მჟავანაძე შეფასებისას სიძულვილის ენას კრიტიკულად განწყობილი ჟურნალისტებისა და ტელევიზიების მიმართაც იყენებს.
თამაზ მჟავანაძეს მმართველმა პარტიამ პროპორციულ სიაში მეჩვიდმეტე ადგილი დაუთმო. არასამთავრიბო ორგანიზაცია შშმ პირთა უფლებების დამფუძნებელი TV25.GE-სთან საუბრისას ამბობს, რომ შეთავაზებას მარტივად დათანხმდა, რომელიც პარტიისგან მიიღო.
ოთარ ფედიჩკინი კი “ოცნების” პარტიული სიის 23-ე ნომრად არის დარეგისტრირებული. სპორტსმენი ამბობს, რომ შეთავაზება ცალკეული პირებისგან არ მიუღია და პოლიტიკაში წასვლა გუნდური გადაწყვეტილების შედეგია. ფედიჩკინი ამ ეტაპზე “დინამო ბათუმის” მარკეტინგის მენეჯერია, იგი პარალელურად აჭარის მთავრობის შპს “პროექტების მართვის კომპანიაშიც” მუშაობს.
“ქართული ოცნების” ბათუმის ორგანიზაციაში არ გვითრეს, რა ნიშნით შეარჩიეს მჟავანაძე და ფედიჩკინი. ჩვენი კითხვა თორნიკე რიჟვაძემაც უპასუხოდ დატოვა.