ჩაქვში ძალოსნობის დარბაზი აშენდება – ქობულეთის საკრებულოს სხდომა

583

დაბა ჩაქვის ტერიტორიაზე ძალოსნობის ახალი დარბაზი აშენდება. ინფორმაციას აჭარის მაუწყებელი ავრცელებს.

არასასოფლო დანიშნულების მიწის ნაკვეთი აჭარის მთავრობას გადაეცა. გადაწყვეტილება ქობულეთის საკრებულოს სხდომაზე მიიღეს. სხდომაზე კიდევ ორი საკითხი განიხილეს, მათ შორის მერიის მიერ პერსონალური მონაცემების დამუშავება.

სახელმწიფო სერვისების სააგენტოსთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, სოციალურად დაუცველი ან სტიქიით დაზარალებულის შესახებ პერსონალურ ინფორმაციას ელექტრონულად მიიღებს.