ქუჩების რეაბილიტაცია ბათუმში, ე.წ. ჭაობის დასახლებაში

381

ე.წ. ჭაობის დასახლებაში 19 ქუჩის კეთილმოწყობა მიმდინარეობს.

ბათუმის მერიის ცნობით, ამ ეტაპზე ასფალტის საფარის დაგება ლადო სეიდიშვილისა და ჰაიდარ აბაშიძის ქუჩებზე ხორციელდება.

დასრულდა 4 ქუჩის რეაბილიტაცია, სადაც მოეწყო სანიაღვრე ქსელი, დამონტაჟდა სანიაღვრე ჭები, დაიგო ასფალტის საფარი, მოწესრიგდა ტროტუარები და ბორდიურები. პროექტის ღირებულება  7 მილიონ ლარს აღემატება.