ქუთაისის მერიის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. მერიის ა(ა)იპ სატრანსპორტო კომპანიის ხელმძღვანელი კორონავირუსის სიმპტომებით, ინფექციურ საავადმყოფოში შევიდა, მას ანალიზი აუღეს და პასუხი დადებითია. დაინფიცირების წყარო უცნობია, ასევე, ზუსტდება კონტაქტები.
მერიაში აცხადებენ, რომ ინფიცირებული თანამშრომელი ბოლო დღეებში მერიაში არ დადიოდა და რამე რისკები არ არსებობს.