თორნიკე რიჟვაძე მთავრობის შენობის წინ მიმდინარე აქციის მონაწილეებს შეხვდა

475

წინა სტატია

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე მთავრობის შენობის წინ მიმდინარე აქციის მონაწილეებს შეხვდა და მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვედრა შესთავაზა.

თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, ის აქციის მონაწილეთა ჯგუფებს შეხვდება, რათა სამუშაო ფორმატში მოხდეს მათი პრობლემების განხილვა.

მისი თქმით, მთავრობა მზად არის განიხილოს და არსებული რესურსის ფარგლებში შეძლებისდაგვარად დააკმაყოფილოს მათი მოთხოვნები.

„რამდენიც საჭირო იქნება, იმდენ ადამიანს შევხვდები, იქნება ეს 20 თუ 30 ადამიანისგან შემდგარი ჯგუფები. ინდივიდუალურად მოვისმენ ვის რა აწუხებს და სადაც ამის რესურსი გვაქვს, აბსოლუტურად ბოლომდე მოვახმართ“, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ აქციის მონაწილეებთან შეხვედრისას.

ცნობისთვის, მეორე დღეა აჭარის მთავრობის სახლთან სხვადასხვა სფეროში დასაქმებული პირები აქციას მართავენ. მათი მთავარი მოთხოვნაა, კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვები მოიხსნას, სკოლებსა და ბაღებში სასწავლო პროცესი აღდგეს, ასევე მოქალაქეებს მუშაობის შესაძლებლობა მიეცეთ, რადგან საბანკო სესხებს ვერ იხდიან.