სტადიონზე არაო – ჯაფარიძე ფეხბურთის მოყვარულებს მუშტაიდში მატჩის საყურებლად ეპატიჟება

465

გირჩის დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარობის კანდიდატი, ზურაბ ჯაფარიძე მსურველებს საქართველო-ბელარუსის საფეხბურთო მატჩის ერთად ყურებას სთავაზობს. ამის შესახებ პოლიტიკოსი Facebook-ზე წერს.

ზურაბ ჯაფარიძე 8 ოქტომბერს, მუშტაიდის ბაღში ამომრჩევლებთან შეხვედრის მოწყობას აპირებს. ასეთი გადაწყვეტილება კანდიდატმა მას შემდეგ მიიღო, რაც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ განაცხადა, რომ საქართველო-ბელარუსის ​მატჩი უმაყურებლოდ ჩატარდება.

“8 ოქტომბერს, 19:00 საათიდან, მუშტაიდის ბაღში, ჩემს მაჟორიტარულ ოლქში, მექნება ამომრჩევლებთან შეხვედრა. გვექნება ეკრანი, რომელზეც მსურველებს შესაძლებლობა ექნებათ უყურონ საქართველო-ბელორუსის საფეხბურთო მატჩს. გელით ყველას. პ.ს. სტადიონზე არაო, ფეხბურთიაო, და კორონააო“, – წერს ჯაფარიძე.