კახა კუჭავა თბილისში მცხოვრებ ოპოზიციონერებს ურჩევს დედაქალაქის ცენტრალური პარკის გაშენება „შეირგონ“

668

ოპოზიციას ერთადერთი რაც დარჩენია კრიტიკა გაისმოდეს იმ საკითხებთან დაკავშირებითაც კი, რომლებიც მხოლოდ და მხოლოდ დადებითს უკავშირდება და უპრეცედენტო ქველმოქმედებას, – ასე შეაფასა კახა კუჭავამ ოპოზიციაში გაკეთებული განცხადებები ფონდ „ქართუს“ მიერ თბილისის იპოდრომის ყოფილი ტერიტორიის მერიისთვის გადაცემის შესახებ. დეპუტატმა ოპოზიციის თბილისში მცხოვრებ წარმომადგენლებს ურჩია დედაქალაქში ახალი პარკის გაშენება „შეირგონ“.

შეირგონ ჯობია ის სიახლე, რომელიც დღეს თბილისს წარუდგინეს და რომელიც გახდება თბილისისთვის ერთ-ერთი ყველაზე ღირშესანიშნავი ადგილი. არა მხოლოდ ოჯახებისთვის, არამედ თითოეული ადამიანისთვის, რომ მივიდნენ და ისიამოვნონ იმ ძალიან ლამაზი ლანდშაფტით, რომელსაც შემოგვთავაზებს უკვე თბილისის მერია „ქართუ“ ფონდის დახმარებით“, – განაცხადა კუჭავამ.

ფონდმა „ქართუმ“ თბილისის მუნიციპალიტეტს საკუთრებაში უსასყიდლოდ გადასცა ყოფილი იპოდრომის ტერიტორია, რომელიც კერძო მესაკუთრეებისგან გამოისყიდა. ადგილზე თბილისის ცენტრალური პარკი გაშენდება.

ოპოზიცია აცადებს, რომ ივანიშვილის მხრიდან წინასაარჩევნოდ კიდევ ერთი მოსყიდვის მცდელობა.