გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხეში, შესაძლოა, სწავლა დისტანციური რეჟიმში გაგრძელდეს

372

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხეში, შესაძლოა, სწავლა დისტანციური რეჟიმში გაგრძელდეს. მიზეზი, 14 წლის ბიჭის კორონავირუსით დაინფიცირებაა.

ინფიცირებული მოსწავლის კლასელების და კონტაქტების ბიოლოგიური ნიმუში უკვე აღებულია და პასუხების შემდეგ გახდება ცნობილი, რა ფორმით გაგრძელდება სასწავლო პროცესი.

მანამდე კი მე-9 კლასის მოსწავლეები თვითიზოლაციაში იქნებიან. დანარჩენ კლასებში სწავლა ჩვეულებრივ გრძელდება.