აბაშის მუნიციპალიტეტში, სეფიეთის, წყემის, ძველი აბაშისა და პირველი მაისის ადმინისტრაციულ ერთეულებში, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ამბულატორიები გაიხსნება.
აბაშის მერიის ინფორმაციით, მოსახლეობისთვის ყველა სახის პირველადი სამედიცინო მომსახურების მიღება განახლებულ შენობებში შესაბამისი ინვენტარითა და აღჭურვილობით იქნება შესაძლებელი.
აბაშის მუნიციპალიტეტში ჯამში უკვე 11 ამბულატორია აშენდა, ამჟამად მიმდინარეობს კიდევ 4 ამბულატორიის რეაბილიტაცია.
მუნიციპალური განვითარების ფონდიდან 106 707 ლარით ფინანსდება და მიზნად ისახავს მოსახლეობისთვის პირველადი ჯანდაცვის სერვისების გეოგრაფიული და ფინანსური ხელმისაწვდომობის გაზრდას.