დავით კირკიტაძე: მარნეულის საკრებულოს წევრმა „ოცნებიდან” ილხამ გასანოვმა მმართველი გუნდი დატოვა და “ნაცმოძრაობას” შეუერთდა

731

მარნეულის საკრებულოს წევრმა “ქართული ოცნებიდან”, ილხამ გასანოვმა მმართველი გუნდი დატოვა და “ნაციონალურ მოძრაობას” შეუერთდა, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა დავით კირკიტაძემ მარნეულში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

“ყველა იმ ფაქტის შემდეგ, რაც ჩაიდინა “ქართულმა ოცნებამ”, მან გადაწყვიტა დატოვოს “ქართული ოცნება” და შემოუერთდეს “ნაციონალურ მოძრაობას”. ის არის მარნეულის საკრებულოს მოქმედი დეპუტატი. მან დააფიქსირა სამოქალაქო პოზიცია, რომ ასე ძალადობრივად გაგრძელება არ შეიძლება”, – განაცხადა კირკიტაძემ.