ბათუმის მერიაში მონაწილეობითი ბიუჯეტის საბჭოს სხდომა გაიმართა

525

ბათუმის მერიაში მონაწილეობითი ბიუჯეტის საბჭოს სხდომა გაიმართა.

სხდომაზე გამოვლინდა ის იდეები, რომლებმაც დააკმაყოფილეს განსაზღვრული კრიტერიუმები და გადავიდნენ ხმის მიცემის ეტაპზე.

ხმის მიცემა 31 ოქტომბრის ჩათვლით ვებგვერდზე www.idea.batumi.ge მიმდინარეობს.

2021 წლისთვის მოქალაქეებმა ჯამში 53 იდეა დაარეგისტრირეს.

პროექტს ბათუმის მერია და ბათუმის მუნიციპალური სერვისების სააგენტო ახორციელებენ, მხარდამჭერები კი არიან აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს USAID/Georgia დემოკრატიული მმართველობის ინიციატივის პროგრამა GGI Georgia და სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI).