იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის პირველმა მოადგილემ თანამდებობა დატოვა

678

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის პირველმა მოადგილემ იოსებ ხახალეიშვილმა დაკავებული თანამდებობა დატოვა.

ხახალეიშვილი აღნიშნულ პოზიციაზე 7 წლის განმავლობაში მუშაობდა. მის საკურატორო სფეროს საერთაშორისო ურთიერთობები და საერთაშორისო პროექტები წარმოადგენდა.

ხახალეიშვილმა თანამშრომლობისათვის მადლობა გადაუხადა გუნდს და განაცხადა, რომ მისი მუშაობის შედეგად, იმერეთის რეგიონში 9 საერთაშორისო მნიშვნელობის პროექტი ხორციელდება, ხოლო 2021 წელს ქუთაისი მასშტაბურ ღონისძიებას-ევროპის საბჭოს კულტურული მარშუტების ფორუმს უმასპინძლებს.

იოსებ ხახალეიშვილი, რომელიც „ქართული ოცნების“ ქუთაისის მერობის კანდიდატია, აცხადებს, რომ მიღებული გამოცდილებით უკვე ქალაქის მერის პოზიციაზე მიდის, რათა ქუთაისი გაცილებით ცნობადი ქალაქი გახდეს.