დღეს, პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ 2020 წლის საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციას გამართავს.
პრესსამსახურის ცნობით, პრეზენტაციას დაესწრებიან „ქართული ოცნების“ ლიდერები, საარჩევნო სიის წევრები, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები, საპარლამენტო უმრავლესობისა და მინისტრთა კაბინეტის წევრები.
პრეზენტაცია 20:00 საათზე „ექსპო-ჯორჯია”-ში ჩატარდება.
ცნობისთვის, საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტობერს ჩატარდება.