შეზღუდვები შეეხება საბაგიროსაც, თუმცა, ხულო-თაგოს დამაკავშირებელი ერთადერთი სატრანსპორტო საშუალება არ გაჩერდება. ინფორმაციას აჭარის მაუწყებელი ავრცელებს.
ხულოს მერიის ინფორმაციით, გადაწყვეტილება ადგილობრივმა თვითმმართველობამ აჭარის შტაბთან შეთანხმებით მიიღო.
ბაგირგზა მგზავრთა შემცირებული რაოდენობით იმუშავებს. რეგულაციის მიხედვით კაბინაში მხოლოდ ერთი მგზავრი უნდა იყოს.