“ევროპული საქართველოს”, “ლელოს”, “ნაციონალური მოძრაობის” და “ქართული ოცნების” საარჩევნო პლაკატები ევროპის მოედანზე, მერიის მიერ განთავსებული სტენდიდან ჩამოხეული და დაზიანებულია. ინფორმაციას აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.
ვინ ჩაიდინა აღნიშნული ქმედება? – მერიის მუნიციპალური ინსპექციის სამსახურში ფაქტს ვანდალიზმად აფასებენ და აცხადებენ, რომ საქმეს შსს გადასცემენ გამოსაკვლევად.