აქცია ცესკოსთან – “ნაცმოძრაობა” ოპოზიცია კომისიას არჩევნების გაყალბების ხელშეწყობაში ადანაშაულებს

444

ოპოზიცია ცენტრალურ საარჩევნო კომისიას არჩევნების გაყალბების ხელშეწყობაში ადანაშაულებს. ამის გასაპროტესტებლად და კომისიის თავმჯდომარესთან, თამარ ჟვანიასთან შესახვედრად, ოპოზიციის წევრები ცესკოსთან აქციას მართვენ. ისინი ითხოვენ წვდომას ყველა საჭირო წინასაარჩევნო დოკუმენტზე.

საარჩევნო კომისია გადაქცეულია”ოცნების” საარჩევნო შტაბად და ეხმარება მმართველ პარტიას ოქტომბრის არჩევნების გაყალბებაში. ამასთან, ამომრჩეველთან იტყუებიან და ეუბნებიან, რომ კაბინიდან გამოსულს შეუძლია ნებისმიერ ადამიანს აჩვენოს თავისი პოლიტიკური არჩევანი. ჩვენ არ დავუშვებთ მოქალაქეებზე ზეწოლას. ვითხოვთ ჟვანიასთან შეხვედრას – ამბობს ლევან ბეჟაშვილი, “ნაციონალური მოძრაობის” წევრი.

ცენტრალური საარჩევნო კომიის თავმჯდომარემ, თამარ ჟვანიამ აქციის მონაწილეებს შეხვედრაზე უარი უთხრა. ოპოზიციის წევრები კი არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად საარჩევნო ეთიკის კოდექსს აწერენ ხელს.