“ევროპული საქართველოს” თბილისის მერობის კანდიდატმა ელენე ხოშტარიამ თვითმმართველობის არჩევნებზე თბილისის სიის პირველ ნომრად გიორგი გაბაშვილი წარადგინა. პარტიამ, ასევე, თბილისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების სიაც გამოაქვეყნა.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში, ”ევროპული საქართველოს” კანდიდატები იქნებიან: მთაწმინდა – დავით ავალიანი; ვაკე – დავით დარჩიაშვილი და დავით ჯინჯოლავა; საბურთალო – მარინა ტალიკაძე, მარიამ რამინაშვილი და აკაკი კილასონია; კრწანისი – მამუკა ახვლედიანი; ისანი – გიორგი შამიევი, ინდირა (მიმოზა) კოხია და ლია მერაბიშვილი; სამგორი – აკაკი ველთაური, თამაზ ქავთარაძე, გოჩა გოგოჭური და დავით ჟღენტი; ჩუღურეთი – გიორგი მაკასარაშვილი, დიდუბე – გიორგი წასიძე და ოთარ ბიკაშვილი; ნაძალადევი – შოთა ქურდაძე, თამთა გოგოლაძე, ნიკოლოზ მაისურაძე და გიორგი ეგრისელაშვილი; გლდანი – ბესიკ არველაძე, იაკობ ზაქარეიშვილი, ელენე ოზაშვილი და ბესარიონ ლაკვეხელიანი.
წარდგენისას გიორგი გაბაშვილმა თანაგუნდელებს ნდობისთვის მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ მისთვის ელენე ხოშტარიას გუნდში ყოფნა საამაყოა.
“ძალიან დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის, ნდობისთვის. ჩემთვის საამაყოა ელენე ხოშტარიას გვერდში ვიყო. იშვიათად მინახავს ასეთი დაუღლელი და ღრმა ცოდნის მქონე ადამიანი, რომელმაც იცის, თუ რა არის ქალაქის და ხალხის პრობლემები. მთელ ჩემს გამოცდილებას, სურვილს მოვახმარ, რომ ჩვენ ვიყოთ წარმატებულები”, – განაცხადა გაბაშვილმა.