ახალგაზრდობის სააგენტო, სამწლიანი რეფორმის ერთ–ერთი მიმართულების, მილიონიანი ფონდის საგრანტო კონკურსის ფარგლებში გამარჯვებული ორგანიზაციების მხარდასაჭერად რეგიონულ ტურნეს აგრძელებს.
ახალგაზრდობის სააგენტოს ცნობით, დღეს სააგენტო, რაჭა–ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში, ონის მუნიციპალიტეტს ეწვია და საგრანტო კონკურსის ფარგლებში დაფინანსებული, ახალგაზრდებზე მიმართული პროექტი, „ჩართულობითი ახალგაზრდული პოლიტიკის შექმნის მხარდაჭერა“ გახსნა.
მათივე ცნობით, პროექტის გახსნის ღონისძიება ონის კულტურის ცენტრის წინ, ღია ცის ქვეშ გაიმართა და ახალგზრდების მონაწილეობით კონცერტით გაგრძელდა.
„პროექტი „ჩართულობითი ახალგაზრდული პოლიტიკის შექმნის მხარდაჭერა“ მიზნად ისახავს, რაჭის ახალგაზრდეისთვის (14–29 წელი) საჭირო თეორიული ცოდნისა და პრაქტიკული უნარ–ჩვევების, კომპეტენციების გადაცემას, რათა მათ შეძლონ გადაწყვეტილების მიღების პროცეში აქტიური მონაწილეობა, როგორც ადგილობრივ ისე ეროვნულ დონეზე.
აღნიშნული მიზნის მისაღწევად, პროექტის ფარგლებში რაჭის ახლაგზარდული ასამბლეა ჩამოყალიბდა, ასამბელისთვის 50, 14–29 წლამდე ახალგაზრდა ონისა და ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სოფლებიდან შეირჩა. პროექტის ფარგლებში ბენეფიციარები ორგანიზაციული საქმიანობის, მოქალაქეობის, ურთიერთობების, მეწარმეობისა და ინიციატივების თეორიულ და პრაქტიკულ უნარებს გაიუმჯობესებენ.
შეგახსენებთ, რომ ახალგაზრდობის სააგენტო მილიონიანი ფონდის საგრანტო კონკურსის ფარგლებში მიზნად ისახავს ახალგაზრდული ორგანიზაციების, როგორც ახალგაზრდული სფეროს მთავარი მდგენელის გაძლიერებას, რომლებიც თავის მხრივ არაფორმალური განათლების გზით უზრუნველყოფენ რეგიონში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის კომპეტენციების ზრდას, მხარდაჭერას გაუწევენ ახალგაზრდულ ინიციატივებს და უზრუნველყოფენ მათ ჩართულობას ადგილობრივ და საზოგადოებრივ ეკონომიკურ თუ კულტურულ ცხოვრებაში“, – ნათქვამია ინფორმაციაში.