ნათელაშვილმა მერობის ორი, პარლამენტის ათი და საკრებულოს ოთხი მაჟორიტარობის კანდიდატი წარადგინა

519

წინა სტატია

“ლეიბორისტული პარტიის” ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა დღეს, 26 სექტემბერს პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატები და ასევ რიგგარეშე არჩევნებში კასპისა და ქუთაისის მერობის კანდიდატები წარადგინა. წარადგინა. სპეციალური ღონისძიება ნათელაშვილმა კრწანისში გამართა.

ნათელაშვილის განცხადებით, პარტიის საარჩევნო ნომერი არის 10, ამიტომ ის პარლამენტში მოსახვედრად 10 რჩეულ კანდიდატს წარადგენს.

ნაძალადევის ოლქში – შალვა ნათელაშვილი, გაერთიანებული ოპოზიციის საერთო კანდიდატია;

თელავი, ყვარელი, ლაგოდეხი, ახმეტა  “პოლიტიკის ამომავალი ვარსკვლავი” ნიკა ვარდოშვილი;

რუსთავი – “20 ივნისის მებრძოლი, ახალგაზრდების ღირსეული წარმომადგენილი, ქართული პოლიტიკის მომავალი” – მიხეილ ქუმსიშვილი;

მარნეული – “მაჟორიტარად ვასახელებთ მაგარ აზერბაიჯანელს, მაგარ ქართველს, იურისტს, ადვოკატს, ქართულად კარგად მოსაუბრეს” -ალი ბადიროვი;

თეთრიწყარო, წალკა, დმანისი, ბოლნისი – თემურ წიკლაური. შალვა ნათელაშვილმა მის განსაკუთრებულ დამსახურებად გამოყო ჯვარას ტყეში მილიონი ხის აღმოჩენა, რომლის წყალობითაც, ნათელაშვილის თქმით, “იქაურობა საყდრისივით აღარ ააფეთქეს”.

მესხეთი – ოლქი ნათელაშვილმა ქართული პოლიტიკის სამშობლოდ დაახასიათა და კანდიდატად გიორგი ჩიტური წარადგინა.

მცხეთა-მთიანეთში – ბექა ნათელაშვილი;

ზეტაფონი, ტყიბული, თერჯოლა – “პარტიის თვალსაჩინო სახე და წესიერებით სავსე ადამიანი” – სამსონ გუგავა;

გურია – “აჯანყებული გურული” – დავით მამალაძე;

აჭარა, ბათუმის ოლქი – ტარიელ კალანდარიშვილი, რომელიც ნათელაშვილმა სახელოვანი გვარის სახელოვან წარმომადგენელად დაახასიათა.

“ლეიბორისტული პარტიის” ლიდერმა დღეს, ასევე, დაასახელა აჭარის უზენაესის საბჭოს არჩევნებზე სიის ხელმძღვანელი – ზურაბ ლომია.

დასახელდა მერობის რიგგარეშე არჩევნებსა და თვითმმართველობის შუალედურ არჩევნებში პარტიის სახელით მებრძოლი კანდიდატებიც:

ქუთაისის მერობის კანდიდატი – ირაკლი კიკვაძე, ხოლო კასპის – ოთარ ქოსაშვილი.

მისივე თქმით, თბილისის საკრებულოში კრწანისის გამოკლებულ დეპუტატს მამუკა ჯუღელი ჩაანაცვლებს.

ნათელაშვილმა სექსისტურად წარადგინა საკრებულოს წევრობის 3 ქალი კანდიდატი და აღნიშნა, რომ მათ მხარს მხოლოდ გარეგნული სილამაზის გამოც დაუჭერენ.

“გემრიელი ლუკმა, ულამაზესი ლუკმა შემოვინახეთ ბოლოსთვის. სამ უმშვენიერეს გოგონას, ახალგაზრდას ვასახელებთ საკრებულოებში წევრობის კანდიდატად — ონში მარიამ გოჩალეიშვილს, თელავში თამარ მენაბდიშვილს, მანგლისში თათია მაისურაძეს”, — განაცხადა ნათელაშვილმა.

ნათელაშვილმა დღესვე საკუთარი თავი პარტიის პრემიერობის კანდიდატად დაასახელა.