“ლეიბორისტული პარტიის” ლიდერი, შალვა ნათელაშვილი აცხადებს, რომ მზადაა პრემიერმინისტრი გახდეს. ამის შესახებ მან მაჟორიტარი კანდიდატების წარდგენის დროს განაცხადა.
“მე მზად ვარ დავიკავო საქართველოს პრემიერმინისტრის პოსტი, თუ იქნება ხალხის ნება, თქვენი მხარდაჭერა და ღმერთის ნება, რაც მთავარია. რის შემდეგაც ჩვენ მეორე დღეს გავიღვიძებთ სრულიად სხვა საქართველოში, სადაც არ იქნება მშიერი, გაჭირვებული ღატაკი, უმუშევარი, უიმედო, დეპრესირებული, ქვეყნიდან გაქცევის მსურველი ადამიანი, როდესაც ნამდვილად გვექნება ის საქართველო, რომლის ოცნებაში არაერთი თაობა წავიდა”, — განაცხადა მან.