დავით გოგისვანიძე ქუთაისის მერობისათვის იბრძოლებს

840

“ევროპული საქართველოს” ქუთაისის მერობის კანდიდატი ცნობილია. პარტიაში განხილვა ცოტა ხნის წინ დასრულდა, რის შემდეგაც მედიის წარმომადგენლებს განუმარტეს, რომ არჩევანი დავით გოგისვანიძეზე შეჩერდა.

“შემაჯამებელი თათბირი გაიმართა ჩვენი წარმომადგენლების მონაწილეობით, მათ მიიღეს გადაწყვეტილება. ნდობა შეჩერდა ჩემზე. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ამისათვის ჩემს თანაგუნდელებს. რა თქმა უნდა,  იმ გამოცდილებას, რაც ამ წლების განმავლობაში დამიგროვდა თვიმმართველობაში მონაწილეობის შედეგად, ვარ სამი მოწვევის საკრებულოს წევრი, ძალიან ბევრ პროექტებში მაქვს მონაწილეობა მიღებული, რომლებიც დიდი ტემპით მიმდინარეობდა ქალაქში და დღესაც თვალსაჩინოა ქუთაისში ჩამოსული ნებისმიერი ადამიანისათვის, გამოვიყებებ იმისათვის, რომ ვიბრძოლო ღირსეულად და დავამარცხო დღევანდელი გაკოტრებული ხელისუფლება”, -განაცხადა დავით გოგისვანიძემ.

რაც შეეხება წარდგენას, მისი თქმით, სექტემბრის პირველ ნახევარში, სავარაოდოდ, 14 სექტემბერს გაიმართება, რომელსაც პარტიის ლიდერები დაესწრებიან. ამ დროს ცნობილი გახდება პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატების ვინაობაც.

დავით გოგისვანიძე ქუთაისის საკრებულოში “ნაციონალური მოძრაობის” სიით შევიდა, პარტიის გაყოფის შემდეგ კი “ევროპულ საქართველოს” შეუერთდა.

წყარო: ნიუპრესი