დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის დამოუკიდებელი მაჟორიტარობის კანდიდატი ანა დოლიძე “გირჩის” ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის საპასუხოდ საკუთარ Facebook გვერდზე ვიდეოს ავრცელებს, რომელშიც ხელში გირჩს ათამაშებს.
Posted by ანა დოლიძე / Anna Dolidze on ხუთშაბათი, 24 სექტემბერი, 2020
23 სექტემბერს, ზურაბ ჯაფარიძემ თქვა, რომ არჩევნების მეორე ტური იქნება მასა და გია ვოლსკის შორის, “ანა დოლიძე კი ვერ გაიმარჯვებს დიდუბეში, ის გაქრება პოლიტიკური სივრციდან”.
დიდუბე-ჩუღურეთის საარჩევნო ოლქში ოპოზიციის ერთიანი კანდიდატი პარტია “გირჩის” ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძეა, მისი კონკურენტი ამავე ოლქში “ქართული ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატი, გია ვოლსკი იქნება.
საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 31 ოქტომბერს, 120/30-ზე სისტემით ჩატარდება.